ქართველი მებრძოლები ავღანეთიდან უდანაკარგოდ დაბრუნდნენ – ფოტოკოლაჟი

ავღანეთიდან IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქართველი სამხედროები ავღანეთის ჩრდილოეთით მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა “მარმალზე” საერთაშორისო მისიას 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. სამხედროებს სამშობლოში დაბრუნება თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ანა დოლიძემ და ბესიკ ლოლაძემ მიულოცეს.

აეროპორტში ქართველ ჯარისკაცებს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები – ომარ ბეგოიძე და რომან ჯოხაძე დახვდნენ. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეები სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდნენ.

ეს პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.

ქართველმა სამხედროებმა წარმატებით ჩატარებული ოპერაციებისთვის ავღანეთში გერმანული სარდლობისგან მაღალი შეფასებები მიიღეს. ქვედანაყოფი III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.

11058323_1026407437391998_1835782909458355021_o 11754507_1026407374058671_7411843238459234087_o 11782287_1026407380725337_4615798855971697302_o 11782530_1026407484058660_2353071262379856552_o 11793813_931513976892482_536451580_o 11794239_1026407480725327_6848767038865793575_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები