გიორგი მღებრიშვილი გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პატიმრის ცემის ფაქტს არ ადასტურებს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის ცემის ფაქტს არ ადასტურებს.
როგორც მღებრიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯავრდებულს აკრძალული ნივთები აღმოუჩინეს და ამის გამო ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს.
“ასეთ ინფორმაციას კატეგორიულად არ ვადასტურებ. პატიმარს აკრძალული ნივთები ამოუღეს და მოხდა მისი გადაყვანა სამარტოო საკანში. ეს პატიმარი გასამართლებულია მცირეწლოვანი ბავშვის გაუპატიურებისთვის – ეს ინფორმაციისთვის, რომ იცოდეთ. რაც შეეხება ცემას, ასეთი ფაქტი არ ყოფილა”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.