გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ტყის ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ზონების განსაზღვრის პრინციპებზე იმსჯელეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, ტყის ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ზონების განსაზღვრის პრინციპებზე იმსჯელეს.
შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე დაესწრო. ღონისძიებას ასევე არასამთარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრის მონაწილეემა არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი – „საქართველოს ტყის ფონდის (ტყისა და სატყეო მიწების) კლასიფიკაციის (სტრატეგიული ზონირების გეგმის შედგენის) წესი“ განიხლეს. ტყის ფონდისა და სატყეო მიწების სტრატეგიული ზონირება წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და ბუნებრივი რესუსების მდგრადი გამოყენების საფუძველს. ზონირების საჭიროებისა და მისი საფუძვლების შესახებ საკითხები შეტანილია გარემოსდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ არაერთ ოფიციალურ დოკუმენტში.