ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაამტკიცეს

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრამდე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა პარლამენტის დარბაზი დატოვეს. გომელაური 6 წლის ვადით დაინიშნა. ამით პარლამენტში სხდომა დასრულდა. გომელაურის კანდიდატურა პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ ვინ დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები