ნინო ბურჯანაძე: თუ არ იქნება პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, საზღვრის გადმოწევის პროცესი გაგრძელდება

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ევროპის შეშფოთებით პრობლემის მოგვარების გზას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და არ დაიწყებს დიალოგს რუსეთთან, აუცილებლად გაგრძელდება საზღვრის გადმოწევის პროცესი.

პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგია საჭირო.

„თუ ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და არ დაიწყებს დიალოგს რუსეთთან, აუცილებლად გაგრძელდება საზღვრის გადმოწევის პროცესი. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრჯერ აღვშფოთდებით და ძალიან ბევრჯერ შეშფოთდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ ამას რეალურად არანაირი შედეგი არ მოყვება, თუ არ იქნება პირდაპირი დიალოგი. აღშფოთება-შეშფოთების სერიალი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები