სააკაშვილმა ოდესაში ალექსეი ნავალნი მიიწვია

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის ოდესის ძალოვან უწყებებში მაღალი რანგის თანამდებობა შესთავაზა.
პორტალ „რუსკაია ვესნას“ ინფორმაციით, სააკაშვილმა ნავალნის პირადად დაურეკა და ოდესაში მიიწვია. ამ წყაროს ცნობით, სააკაშვილის და ნავალნის საუბარი ვიცე-გუბერნატორად მარია გაიდარის დანიშვნის შემდეგ შედგა.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ნავალნიმ, შესაძლოა, ოდესის ოლქის პორკურორთან – ზურაბ ადეიშვილთან ერთად იმუშაოს და კორუფციასთან ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი „საკადრო რეზერვის“ შექმნას გეგმავს, რომელშიც რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები შევლენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები