საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში შპს „მექანიზატორი“ მოსახლეობას მარცვლეული კულტურების აღებაში უსასყიდლოდ მოემსახურება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ადგილობრივ მოსახლეობას მარცვლეული კულტურების აღებაში უსასყოდლოდ მოემსახურება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექნიზატორის“ ტექნიკა ადგილობრივებს უსასყიდლოდ მოემსახურება, ხოლო მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო და შპს „მექნიზატორის“ მომსახურებით ისარგებლა, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა შპს „მექანიზატორის“ ადგილობრივ სერვისცენტრებსა და სოფლებში სერვისცენტრების წარმომადგენლებს უნდა მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები