რა არის EBRD-ი, რომელიც ჯაჭვლიანს შეურაცხმყოფელი ეგონა

თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი 2015 წლის მაისში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა EBRD-ის მმართველებმა, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.

თბილისში EBRD-ის 2015 წლის წლიური შეხვედრის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭომ მიიღო. აღნიშნულზე განცხადება EBRD-ის პრეზიდენტმა დავოსში ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა. EBRD-ში საქართველო 1992 წელს გაწევრიანდა.

“რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე „იბიარდზე“ ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ “იბიარდზე” 10 წლის განმავლობაში. ეს “იბიარდობა” ეტყობა ქვეყანას. ამიტომ „ნაიბიარდები“ ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით, საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – მიმართა პარლამენტის სესიაზე ჯაჭვლიანმა ეკა ხერხეულიძეს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები