ვლადიმერ ძნელაძის მიერ დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი წარმატებულად ასპარეზობს
ვლადიმერ ძნელაძის მიერ დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი წარმატებულად ასპარეზობს.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივით დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი ,,Fc didube 2014’’, რომელსაც ლაშა მიმინოშვილი ხელმძღვანელობს, ასპარეზობას წარმატებულად განაგრძობს.
საკრებულოს ინფორმაციით, გუნდმა, რომელშიც ამ ეტაპზე 45 ბავშვი ირიცხება, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 28 მატჩიდან 26 მოიგო, 1 წააგო, ხოლო ერთი შეხვედრა კი ფრედ დაამთავრა.
დუშეთის ,,არაგვთან’’ ბოლო ამხანაგური შეხვედრა ბავშვებმა ახალი ფორმებით ითამაშეს, რომელიც მათ საჩუქრად მაღაზიამ ,,ჩემპიონი’’გადასცა.
ლადო ძნელაძის მხარდაჭერითა და დახმარებით კლუბი ,,Fc didube 2014’’ ,,შეკრებაზე’’ ახალდაბაში გაემგზავრება, სადაც მათთვის საუკეთესო სავარჯიშო პირობებია შექმნილი.
საფეხბურთო კლუბში ,,Fc didube 2014’’ როგორც სოციალურად დაუცველი, ასევე უკიდეურესად გაჭირვებული ოჯახების შვილები ირიცხებიან.
როგორც ლადო ძნელაძემ აღნიშნა, გუნდის შექმნის ძირითადი მიზანი ბავშვების საზოგადოების სრულფასოვან მოქალაქეებად, სწავლაზე და ამასთან, რა თქმა უნდა, სპორტზე ორიენტირებულ ახალგაზრდებად ჩამოყალიბებაა.
,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ბავშვები არა მხოლოდ სპორტით არიან მაქსიმალურად დაკავებულნი, არამედ მათ სწავლის მოტივაციაც გაუჩნდათ და ერთ-ერთმა მათგანმა 2 კლასის გამოცდები ექსტერნადაც ჩააბარა. ჩვენი მთავარი მიზანი მათი კარგ და რეალიზებულ ადამიანებად ჩამოყალიბებაა, რისთვისაც ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ’’,-განაცხადა დეპუტატმა.