სააკაშვილმა უკრაინელ მილიარდერს პლაჟი წაართვა (ვიდეო)
ოდესის გუბერნატორმა მიხელ სააკაშვილმა ოდესელებისთვის პლაჟი გახსნა, რომელიც მანამდე კიეველ მილიარდერს ვასილი ხმელნიცკის ეკუთვნოდა და მაღალი გალავნით იყო შემორაგული.
სააკაშვილის საიტზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ის მოითხოვს პლაჟის დარაჯებისგან შესასვლელი კარების გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბულდოზერით კედლის დანგრევით იმუქრება. სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ზღვის საუკეთესო ნაწილი ქალაქის მოსახლეობას წაართვეს. ვასილი ხმელნიცკი, რომელსაც აგარაკი და პლაჟი ეკუთვნის, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო ქარხანა „ზაპოროსტალია“, რომელშიც ის აქციათა პაკეტს აკონტროლებს.