ლუკა კურტანიძემ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარდგენილი ვახტანგ გომელაური პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა:
„პირველ რიგში, მადლობას გიხდით საზოგადოების სახელით, კარგად ვნახეთ, როგორ ჩაიარა „ნაციონალური მოძრაობის” მიტინგმა. ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება და კარგად გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის” დროს მიტინგების მიმდინარეობა, როგორ ირბეოდა და რა დანაშაულები ხდებოდა ხელისუფლების მხრიდან. თქვენი განცხადება და უზრუნველყოფა „ნაციონალური მოძრაობის” მიტინგისა იყო სწორი პოლიტიკური ნაბიჯი. მე, როგორც მოქალაქე და პარლამენტარი, მადლობას გიხდით! ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს აქვთ შეგრძნება, რომ სახელმწიფოსგან დაფასებულები არიან. მადლობას გიხდით ამ დიდი დაფასებისთვის და პოლიციელების გაძლიერებისთვის”, – მიმართა კურტანიძემ გომელაურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები