მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს
ოდესის გუბარნატორი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქ ბელცის მერი რენატო უსატი აქვეყნებს.
„ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდეს. მოლდავეთის მთავრობის მეთაური, რომლის შემადგენლობას დღეს სამი პოლიტიკური ძალის ლიდერი განიხილავს, მიხეილ სააკაშვილი უნდა გახდეს. მასთანაც და პრეზიდენტ პოროშენკოსთანაც ეს საკითხი უკვე შეათანხმებულია“, – დაწერა უსატიმ ფეისბუქის გვერდზე. მისი ინფორმაციით, სააკაშვილი უახლოეს დღეებში მოლდავეთში ჩასვლას გეგმავს.
ამ საკითხს ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. სააკაშვილის თანაშემწემ იური ჟაროვმა ეს ინფორმაცია უარყო.
„შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი არ იქნება“, – განაცხადა ჟაროვმა.