სომხებმა სადახლოსთან დაკავებული აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მცირე ინციდენტი მოხდა. საქართველოს ორი მოქალაქე სომეხ მესაზღვრეებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

როგორც სადახლოს მცხოვრებლები აცხადებენ, ორმა აზერბაიჯანელმა ახალგაზრდა მამაკაცმა საქართველოს საზღვარი შემთხვევით, მდინარე დებედაში ბანაობისას გადაკვეთა და სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის გამოც მათი დაკავება მოხდა.

სოფელ სადახლოს რწმუნებულის განცხადებით, სომეხ და ქართველ მესაზღვრეებს შორის მოლაპარაკების შედეგად დაკავებული ორი ახალგაზრდა მალევე გაათავისუფლეს და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები