ბიძინა ივანიშვილი: ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას დაპირებებთან დაკავშირებით

ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას დაპირებებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს ხელისუფლებაში არ გახლავართ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილი არ იზიარებს კრიტიკას, რომ “ქართულმა ოცნებამ“ გაცემული დაპირებები ვერ შესარულა.
“მე მგონი, ერთ-ერთი პრობლემა, როდესაც ასეთი ჩამონათვალი კეთდება დაპირებებთან დაკავშირებით, მედიაც სცოდავს და საზოგადოებაც სწორ ანალიზს ვერ აკეთებს, არ აკეთებენ სწორ დასკვნებს. არ მგონია, რომ ჩვენ დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ. მე ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას დაპირებებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს ხელისუფლებაში არ გახლავართ, სიამოვნებით ჩავერთვებოდი, თუ გნებავთ, რაღაც კონფერენცია გავაკეთოთ, გნებავთ მედიასთან, გნებავთ სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებს ეძახიან და დავასაბუთოთ, რა ვთქვით, რა დავპირდით და რა არ გავაკეთეთ”, – განუცხადა ექსპრემიერმა “გურია ნიუსს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები