კახა კალაძე: ვახტანგი არის ღირსეული პიროვნება და ღირსეული ადამიანი

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას მიესალმება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განმარტა, გომელაური საქმეს თავს კარგად გაართმევს.
“მე მოვისმინე პრემიერ-მინისტრის განცხადება ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებთ, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმები. ვახტანგი არის ღირსეული პიროვნება და ღირსეული ადამიანი. რაც შს მინისტრი იყო, მან თავის გუნდთან ერთად ღირსეულად გაართვა საქმეს თავი. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის გასაძლიერებლად და, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ღირსეულად გაართმევს თავს ამ დიდ საპასუხისმგებლო საქმეს”, – აცხადებს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები