ბარაკ ობამა უკრაინის პრემიერს შეხვდა

  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინის პრემიერს შეხვდა. ბარაკ ობამამ არსენი იაცენიუკი თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში მიიღო. ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის პოზიცია და აღნიშნა, რომ თეთრი სახლი არაკანონიერად მიიჩნევს ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმს.
“თუკი რუსეთი გააგრძელებს იმ კურსს, რომელიც უკრაინაში აირჩია, შეერთებული შტატები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები იძულებულნი გახდებიან ისე მოიქცნენ, რომ კრემლს ეს ძვირი დაუჯდეს”, – განაცხადა ობამამ იაცენიუკთან საუბრისას.
მან ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მხარს დაუჭერს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფაში. იაცენიუკმა კი აღნიშნა, რომ უკრაინა ამ ბრძოლაში არასოდეს დანებდება.
დღესვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ქვეყნის პრეზიდენტის თხოვნით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები