რა იცის ნარკოტიკებთან დაკავშირებით ცოტნე გამსახურდიამ და რას წერს ის “მამულიჩას” დაკავებაზე

“ნუ გაუხურეთ, რა… არაა ეს “საბარიგო” დოზა”, – ამ სტატუსით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია კახა მამულაშვილის (მამულიჩას) დაკავების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც გამსახურდია წერს, აეროპორტში ფაქტები ასე არ გადააქვთ ბარიგებს. “არც ლელას ვიცნობ, არც “მამულიჩას”, არც არასდროს ვყოფილვარ გათქვეფილი ამ კატეგორიის ხალხის საზოგადოებაში. არც მათი “შემოქმედება” მომწონს კიდევ, მაგრამ ნუ გაუხურეთ, რა… არაა ეს “საბარიგო” დოზა, პირადი მოხმარებისთვის უნდოდა ალბათ. და არც აეროპორტში გადააქვთ ასე ფაქტები ბარიგებს”, – წერს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები