კონსტანტინე გამსახურდია: რა ნაცარქექიობაა ეს?

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილის – კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, საქართველოს სამ მოსაზღვრე ქვეყანასთან საზღვარი დადგენილი არ აქვს. ყოფილი პარლამენტარის ინფორმაციით, ნებისმიერი ქვეყნისთვის საზღვრების საკითხი უპირველესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა.
„ყველაზე მძიმე ამბავი ისაა, რომ საქართველო არის დღეს ქვეყანა, რომელსაც მინიმუმ 3 ქვეყანასთან – რუსეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრები დადგენილი არა აქვს. ერთადერთი ქვეყანა, ვისთანაც საზღვრები ასე თუ ისე დადგენილია, ეს არის თურქეთი. არადა, საზღვრების საკითხი უპირველესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. ზვიად გამსახურდიას შემდეგ მესამე ხელისუფლებაა ქვეყნის სათავეში და აქამდე ასეთი საჭირო საქმისთვის რით ვერ მოიცალეს? რა ნაცარქექიობაა ეს? ეს ურთულესი საკითხი თუ არ მორეგულირდა, ან უკიდურეს შემთხვევაში არ დაიწყო მაინც მისი გარკვევა სახელმწიფოთაშორის დონეზე, სადაც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ინსტანციებიც, არ დასრულდება განგაში და ნერვების გლეჯა: აი აქ გადმოსწიეს სომხებმა, იქ აზერბაიჯანელებმა, მთიან რეგიონში – რუსებმა და ა.შ. ასე სრულიად დაუცველნი დავრჩებით“, – აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები