ნინა წკრიალაშვილი: “წესიერას” ვეძახდი, შოკში ვარ და გაოგნებული…

მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლის კახა მამულაშვილის დაკავების ფაქტს მისი მეგობარი ნინა წკრიალაშვილი გამოეხმაურა. როგორც „კვირას“ მომღერალმა განუცხადა, აღნიშნული ფაქტი მისთვის დაუჯერებელია.
„ახლა მოვდივარ ქუთაისიდან თბილისში. შოკში ვარ და გაოგნებული, აბსურდია. გაუგებრობა მგონია. მამულიჩა ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, ისეთი მოწესრიგებულია, „წესიერას“ ვეძახი. უბრალოდ, შოკში ვარ და ვერ ვიჯერებ“, – განაცხადა ნინა წკრიალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით). გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები