ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ლარის კურსთან დაკავშირებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან, შეხვედრა გამართა

როგორც “კვირას” “აფბას” პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ განუცხადა, შეხვედრის მიზანი იყო, ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით, კომპლექსური მიდგომები წარმოდგენილიყო.
“არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს. ასევე, გამორიცხული არ არის, მომავალში, ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას, რათა ეროვნულო ბანკს რეკომენდაციების სახით, ჩვენი პოზიცია გავაცნოთ”, – აღნიშნა ნოდარ ჭიჭინაძემ.
“აფბას” პრეზიდენტმა კომენტარი ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებითაც გააკეთა. ჭიჭინაძის თქმით, მთავარია საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკა ეფექტურად გატარდეს.
“ის, თუ რომელი ქუდის ქვეშ იქნება აღნიშნული სტრუქტურა, ვფიქრობ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს”, – აღნიშნა “აფბას” პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები