ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას პრემიერი დაესწრო – ფოტოკოლაჟი

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 3 სართულიანი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.
ცერემონიის გახსნას, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
“ბალნეოლოგიური ცენტრი უნიკალურია წყალტუბოსთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ბადრი კაკაბაძეს და მის ოჯახს. პროექტში დაიხარჯა 5 მილიონი ლარი. ცენტრი აშენდა ქართული სამშენებლო მასალებით და აქ დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. წყალტუბო არის უნიკალური, ის იბრუნებს იმ ისტორიულ ფუნქციას, რომელიც მას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა მინიჭებული,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი დღეში 300-500 პაციენტს მოემსახურება. პაციენტები მიიღებენ კვალიფიცირებულ სამედიცინო დახმარებას. ცენტრში ტრადიციული ბალნეოლოგიური პროცედურების გარდა, იფუნქციონირებს ენდოკრინოლოგიური კაბინეტი, სადაც მოხდება ჭარბწონიანობის მკურნალობა უახლესი იტალიური წარმოების დინამიური ტალღის აპარატით.

1015969_885676231523454_8139399197822814031_o

11143239_885676331523444_6712833184201034313_o

11145074_885676381523439_1416126168302706806_o

11696317_885676284856782_5297732313591551607_o

11696619_885676388190105_6472475045287784087_o

11737813_885676234856787_9037816262782233549_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები