სოსო ვახტანგაშვილი რამდენიმე დღე ხურვალეთის მოსახლეობასთან ერთად იქნება

გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი დღეს ხურვალეთის მოსახლეობასთან ჩავა.
როგორც Frontnews-ს ვახტანგაშვილმა განუცხადა, ის კონფლიქტის ზონის მოსახლეობასთან მთელი დღე, ღამე და ხვალაც დარჩება.
“როგორც იცით, სოფელში ცხოვრობენ ქალბატონებიც და ბავშვებიც და გამომდინარე იქიდან, რომ მომხდარის გამო მოსახლეობა შეშფოთებული და შეშინებულია, გადავწყვიტე, მთელი დღე, ღამე და ხვალინდელი დღე გავატარო მათთან ერთად, თუ ამის საჭიროება იქნება, მერეც დავრჩები, რომ თავი მარტო არ იგრძნონ”, – განაცხადა დეპუტატმა.
გარდა ამისა, ფრაქცია “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარე 13:30 საათზე ხურვალეთის ბლოკპოსტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებას გარკვეული წინადადებებით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები