თეა წულუკიანი: ნაფიც მსაჯულთა ინსტუტის რეფორმას ხარვეზი აქვს

იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმას ხარვეზი აქვს.
მისი თქმით, ნაფიცი მსაჯულების არჩევის წესი უფრო გამარტივებული უნდა იყოს და მათი ვერდიქტი, განსასჯელისა და საზოგადოებისთვის – მეტად გასაგები.
“ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტმა საქართველოში აჩვენა, რომ პრაქტიკაში აქვს ხარვეზები. ჩვენ გვინდა, რომ შერჩევის წესი იყოს უფრო გამარტივებული, რომ ის ვადები, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაა გათვალისწინებული, იმას კი არ მოხმარდეს, რომ ნაფიცი მსაჯულები შეირჩეს და შემდეგ ვერ შეიკრიბოს სასამართლო, არამედ სწრაფი შერჩევა შეიძლებოდეს და პროცესის გამართვაც დადგენილ ვადებში სწრაფად და ეფექტიანად. ასევე აუცილებელია, რომ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი იყოს გასაგები თავად განსასჯელისთვის და საზოგადოებისთვის. როდესაც განსასჯელი ხდება მსჯავრდებული, მას უნდა ესმოდეს, რატომ იქნა დამნაშავედ ცნობილი. ასევე გვინდა ვერდიქტი საჩივრდებოდეს მეორე ინსტანციაში უკვე პროფესიონალი მოსამართლეების ხელში. რაც შეეეხება დაკითხვის წესს, თქვენ იცით, რომ არასრულწლოვნებისთვის უკვე გვაქვს ახალი წესი შემოტანილი და მას პრაქტიკაში საპილოტე რეჟიმში გამოვცდით, ხოლო სრულწლოვნებისთვის ჩვენ გვინდა, რომ 1-ელ იანვარს ეს ინსტიტუტი იყოს მოდიფიცირებული”, – განაცხადა თეა ულუკიანმა. დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მორიგ სხდომას მართავს, რომელსაც იუსტიციის მინსიტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით, კანონპროექტი განიხილება.
ასევე იმსჯელებენ მოწმეთა დაკითხვის ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
ამ უკანასკნელის შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები