“რეაქციაში“ დაპირისპირება მოხდა

ტელეკომპანი “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ დაპირისპირება მოხდა. გადაცემის მსვლელობისას დარბაზში მსხდომ რამდენიმე პირს შორის გამართული ცხარე კამათი პიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც გადაცემის წამყვანი იძულებული გახდა ეთერში სიუჟეტი დაგეგმილზე ადრე გაეშვა.
“რეაქციაში“ რუსეთის საოკუპაციო ძალიების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვენლი ბანერების აღმართვის ფაქტზე და კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე საუბრობენ.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტების მიერ საოკუპაციო ხაზთან აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების წაქცების ფაქტს პროვოკაციული უწოდა, რასაც ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის გაღიზიანება მოჰყვა. სტუდიაში რამდენიმე პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები