ლიტვის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსეთის საელჩოსთან საქართველოს მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა
ლიტვის მოსახლეობამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდამჭერი აქცია მოწყო.
აქციის მონაწილეებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვა გააპროტესტეს.
აქციაში დამოუკიდებელი ლიტვის სახელმწიფოს პირველმა მეთაურმა ვიტაუტას ლანდსბერგისმაც მიიღო მონაწილეობა.
ლიტველების პროტესტი 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვამ გამოიწვია.