ირაკლი ლექვინაძემ ველოტურის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე კახა ცეცხლაძესთან ერთად, პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ველოტურის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა ქალაქ კრაკოვის მერიის ინიციატივით იყო ორგანიზებული.
მერიის მოადგილემ პოლონელ ტურისტებს ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიადის შესახებ ესაუბრა და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, ოლიმპიადის ფარგლებში 7 ახალი ობიექტი აშენდა, ხოლო 3-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
თბილისის მერის მოადგილე მირაკლი ლექვინაძემ სტუმრებს საჩუქრები გადასცა.
ველოტურის წარმომადგენლებმა ტურის ფარგლებში საქართველოს ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ივნისში თბილისი პოლონეთის დღეებს მასპინძლობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები