„ვაკე – საბურთალოს გზის მშენებლობისას ეროზიულ ზონაში კლდეები და 30-მეტრიანი მიწები მოჭრეს, კაცმა არ იცის, ამას მომავალში რა მოჰყვება“

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ვაკე – საბურთალოს ახალი გზის მშენებლობის ნაკლოვანებებზე და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლისგანაც მოსახლეობა დაზღვეული არ არის. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, გზის გასაყვანად მიწებისა და კლდეების ჭრა მოხდა, ამ ფაქტმა, მისი თქმით, შესაძლოა, მომავლაში ცუდი შედეგები გამოიწვიოს.
„ვაკე- საბურთალოს ახალი გზის გასაყვანად მოხდა კლდეების და მიწების ჭრა, იმის მაგივრად, რომ ხიმინჯებზე დამდგარი გზა გასულიყო ესტაკადით. ესტაკადა არ არის მაგისტრალი, ესტაკადა ხიმინჯებზე შემდგარი გზაა. ამ გზის მშენებლობისას ეროზიულ ზონაში 30-მეტრიანი მიწები მოჭრეს. კაცმა არ იცის, ამას რა მოჰყვება მომავალში. ვაკე-საბურთალოს გზას რომ ვუახლოვდებით, კლდე არის ჩამოჭრილი და დაბლა დაწეული. გაუთავებლად ხდება ქვების ცვენა. იმისთვის, რომ ამ ქვები შეგროვდეს, ბადიანი ხურჯინების ჩამოკიდება გახდა საჭირო, რომ ეს ქვები აგროვოს და ზოგჯერ 2 დღეში ერთხელაც კია მათი გატანა საჭირო. მდინარის ხელშემშლელი პირობის თავიდან ასაცილებლად ელემენტარული რამ იყო საჭირო, გზა ხიმინჯებზე უნდა აშენებულიყო. წყალშიც რომ ყოფილიყო ეს ხიმინჯები, ყველაფერს გაატარებდა“,- აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები