მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს
ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.
მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. გზის დიდი ნაწილი უკვე გაიჭრა.
112-ის მართვის ცენტრის მიმდებარედ არსებული გზის ეს მონაკვეთი ივნისის ჭარბი ნალექის დროს დაზიანდა და მისი ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახდა გზის სასწრაფო რეაბილიტაცია.
პროექტის დაწყებამდე მოეწყო შემოვლითი გზა, სადაც სამანქანო მოძრაობამ გადაინაცვლა.