ხურვალეთთან გაზაევი დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის ჯარისკაცები იყვნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო – ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის შალვა ენუქიძის განცხადებით, წითელუბანში 7-კაციანი შეიარაღებული პირები დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის ჯარისკაცები არიან.

მისივე თქმით, 7-კაციან დაჯგუფებას დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე რობერტ გაზაევი ხელმძღვანელობდა. “აღნიშნულთან დაკავშირებით ამუშავდა „ცხელი ხაზი“, ჩართული იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რის შემდეგაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული სამხედრო ფორმიანები იყვნენ დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის ჯარისკაცები. 7-კაციან დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე რობერტ გაზაევი. იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით იმყოფებოდნენ ადგილზე, მათგან მივიღეთ პასუხი, რომ აინტერესებდათ, თუ რა მდგომარეობაში იყო მათ მიერ 10 ივლისს დამონტაჟებული ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელო ბანერი”, – განაცხადა ენუქიძემ.

მისივე თქმით, 7-კაციანმა დაჯგუფებამ ქართული ეროვნული დროშა მოხსნა.

“ამ ეტაპზე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ისინი აღნიშნულ მონაკვეთს ტოვებენ. ადგილზე იმყოფება სამხარეო პოლიციის შესაბამისი დანაყოფი, უშუალოდ ხელმძღვანელის მოადგილე”, – განაცხადა ენუქიძემ.

ენუქიძის ინფორმაციით, ორშაბათს ინციდენტების პრევენციის ფარგლებში მორიგი რიგგარეშე შეხვედრა დაიგეგმა, სადაც შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მწვავე საუბარი გაიმართება.

სოფლების, ხურვალეთის და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა. იმ ადგილას, სადაც რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი იყო დამონტაჟებული, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ.

მათთან ერთად ცოტა ხნის წინ ცხინვალის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი რობერტ გაზაევი გამოჩნდა. აღნიშნულმა პირებმა მედიის წარმომადგენლების აქციის დროს მოგლეჯილი ბანერის ადგილზე დამონტაჟებული დროშა ჩამოხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები