საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე დეპუტატი დააკავა – ვიდეო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დეპუტატი შაირ საფაროვი დააკავა.
როგორც “კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა – 2000 ლარის ოდენობით.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.