გუბაზ სანიკიძე საგარეო უწყებას ირანთან ურთიერთობების გააქტიურებისკენ მოუწოდებს

 

რეგიონში “ახალი მეგა მოთამაშე” შემოვიდა, რომელსაც საკუთარი პოლიტიკის გატარების საშუალება ეძლევა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა და საქართველოს საგარეო უწყებას ირანთან ურთიერთობების გააქტიურებისკენ მოუწოდა.

“საქართველოს უჩნდება ძალიან დიდი პერსპექტივები როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. არ არის გამორიცხული, რუსეთმა უფრო მოუმატოს იმ ქმედებებს, რასაც აკეთებს, მაგრამ რუსეთი ამ ვითარებაში გარკვეულწილად შეზღუდული იქნება. ეს ხელშეკრულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

სანიკიძეს მიაჩნია, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთში სტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შეიძლება გახდეს. მისი ვარაუდით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სერიოზული შანსი ეძლევა, ითამაშოს გამტარის როლი, დასავლეთსა და ირანულ სამყაროს შორის ურთიერთობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები