როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდები საქართველოში
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ქარის გაძლიერება დასავლეთის მიმართულებით.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 25/30 გრადუსამდე, აღმოსავლეთით კვირის ბოლოს ამინდი 27/32 გრადუსამდე გათბება. გვზავას თქმით, არამდგრადი ამინდი რჩება დედაქალაქშიც, დროგამოშვებით მცირე ხასიათის წვიმებით. ტემპერატურა 29/36 გრადუსამდე მოიმატებს.