საქართველოს მთავარ პროკურატურაში ნინო ხაინდრავასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტთან, ნინო ხაინდავასთან შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი პროკურორებისთვის საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და მათი აღსრულების მექანიზმების გაცნობა იყო.
შეხვედრა იმ პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტის, ევროკავშირის პროექტის კონსულტანტის, ჯერემი მაკბრაიდის მონაწილეობით 2014 წელს დაიწყო და რომლის მიზანი პრაქტიკაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაა.
სწავლების მეორე ეტაპი 2014 წლის 2-4 მარტს სტრასბურგში ევროპის საბჭოში სასწავლო ვიზიტის დროს განხორციელდა.
პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გადამზადება უკვე 200-ზე მეტმა პროკურორმა გაიარა, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პროექტების „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ და „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხორციელდება.