ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირებაზე სემეკი 23 ივლისს იმსჯელებს
„ენერგო-პრო ჯორჯიასთვის” ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირებაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 23 ივლისს იმსჯელებს.
ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
“სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მიმდინარე წლის 24 აპრილს კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში მოხმარების ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით. კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი 23 ივლისის საჯარო სხდომაზე წარმოადგენს გაანგარიშებასა და დეტალურ ანალიზს, რაზეც კომისია საჯაროდ იმსჯელებს”, – ნათქვამია სემეკის განცხადებაში.