მცენარეთა შესაწამლი შხამ-ქიმიკატების ფალსიფიცირების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს (ვიდეო)
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შხამ-ქიმიკატების სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების და აღნიშნული ფუნგიციდების ფალსიფიკაციის ფაქტზე მოქალაქეები – ნიკოლოზ ოქრუაშვილი, რომან ტალაშვილი, ალეკო ხუციშვილი და გიორგი უთიაშვილი დააკავა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები უკანონოდ აწარმოებდენენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით მარკირებულ საქონელს, უცვლიდნენ ვადებს შეფუთვაზე, ახდენდნენ მის ფალსიფიკაციას და უვარგის პროდუქციას ყიდდნენ საცალო ბაზარზე. აღნიშნული ფალსიფიცირებული შხამ – ქიმიკატების გამოყენება სხვადასხვა მცენარის შეწამვლის დროს არ იძლეოდა არანაირ შედეგს.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი და 197-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე“,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტორს საგამოძიებო სამსახურში.