გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 2 გოგონას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 2 გოგონას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ერთ-ერთ დაზარალებულს – ახალგაზრდა გოგონას თითქმის 6 საათი უტარდებოდა სასწრაფო ოპერაცია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ოპერაციისას ერთდროულად მუშაობდა ნეიროქირურგი და ტრავმატოლოგი. პაციენტის მდგომარეობა მძიმედ რჩება, თუმცა მედიკოსები ოპერაციით კმაყოფილები არიან.
კრიტიკულია 30 წლამდე ქალის მდგომარეობაც, რომელიც დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. ექიმები ამბობენ, რომ მან დამწვრობა თითქმის მთელ სხეულზე მიიღო.
რაც შეეხება იმ ორ პაციენტს, რომლებიც კლინიკა „ლანცეტში“ იმყოფებიან, ისინი სახლებში დღეს უნდა გაწერონ.
გლდანის მე-6 კვარტლის მეორე კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები