ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ერთმანეთს პრაღაში დღეს შეხვდებიან

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში დღეს გაიმართება.
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში წარიმართება და, გარდა საგარეო საქმეთა სამინისტროსი, საქართველოს მხრიდან მასში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, რუსეთიდან კი ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში აცხადებს, რომ რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობაა და, მიუხედავად ასეთი რთული სიტუაციისა, საქართველოს რუსეთთან კომუნიკაცია მაინც უნდა ჰქონდეს.ზურაბ აბაშიძე არ ეთანხმება იმას, რომ უნდა გადაიხედოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი.
„ამ ჩვენს ძალისხმევას, ჩვენს კრიტიკას, დღეს-ხვალ შედეგი მოყვება. ასეთი გაზვიადებული მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ. რუსეთი არის ურთულესი მეზობელი, მარტო ჩვენ არ გვიჭირს მასთან ურთიერთობა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება უკან წავაღებინოთ. ჩვენ რაც გავაკეთეთ ჩვენს ფორმატში, ერთი ნაბიჯი პრინციპული კომპრომისის არ გადაგვიდგამს, არაფერი არ დაგვითმია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მანამდე, კარასინსა და აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები