პრემიერმა 13 ივნისს მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა (ფოტოკოლაჟი)

„სტიქიისგან მიყენებული ზარალი შეიძლება ანაზღაურდეს მაგრამ ვერაფერი აანაზღაურებს ადამიანთა სიცოცხლეს“
სტიქიისგან მიყენებული ყველანაირი ზარალი შეიძლება ანაზღაურდეს, მაგრამ ვერაფერი აანაზღაურებს ადამიანთა სიცოცხლეს და იმ ტკივილს, რაც მათი დაკარგვით მოგვადგა ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურმა თბილისის ტრაგედიის დროს გამოჩენილი სოლიდარობისა და თანადგომის მაგალითები გაიხსენა.
მისი თქმით, დიდმა ტრაგედიამ, საზოგადოების დიდი ძალა დაგვანახა– ქვეყნის ერთიანობის, სოლიდარობის და კონსოლიდაციის ძალა.
„ჩვენ მომსწრენი გავხდით უამრავი იტორიისა, ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი, ადამიანური და მოქალაქეობრივი ისტორიის, მაგრამ სინამდვილეში ეს ასეულობით გმირობის მაგალითია, რომელიც აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შეუძლებელია თითოეული მათგანის ჩამოთვლა, თითოეული ისტორიის მოყოლა, ზოგის სახელიც კი არ ვიცით, მაგრამ ვიცით მისი ისტორია, სოლიდარობის და უდიდესი თანადგომის ისტორია,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურს და ყველა იმ სტრუქტურას, ვინც ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართველ და უცხოელ მოხალისეებს, ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს, მეგობარ ქვეყნებს…

11745720_883287251762352_7027905200091278314_n

11209567_883287535095657_302155899182094778_n

11222703_883287435095667_2335553774071430628_n

11695931_883287421762335_1798421687625813494_n

11737855_883287411762336_8039896624742940124_n

11745691_883287255095685_6733411240074415192_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები