გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს – ფოტოკოლაჟი

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს. ინცინდენტი უეფას ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრისას მოხდა, გაბალა თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა.
თავდაპირველად, ერთიანი აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, მის შემადგენლობაში კი რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით. საქართველოს დროშას კი ცეცხლი შეხვედრის 78-ე წუთზე წაუკიდეს. ამ მომენტში სტადიონზე უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა, თუმცა ამ ფაქტს მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
მატჩის დასრულების შემდეგ კი „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. კლუბში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ უეფასაც აცნობეს.

11693202_10204269753655623_1474248019_n

11694222_10204269753695624_88180242_n

11714337_10204269753615622_2097565132_n

11714392_10204269753535620_1570773330_n

11741843_10204269753735625_153027970_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები