თბილისში 2 თვეში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 3250-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისში ზაფხულის დადგომასთან ერთად კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევებმა იმატა. განსაკუთრებით საგანგაშოა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევები. თბილისში ორ თვეში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 3250-მდე ფაქტი დაფიქსირდა.6205saswrafo_axali
ამასთანავე, 2015 წლის ივნისში, მაისის თვესთან შედარებით, კვებითი ინტოქსიქსიკაციის ფაქტები 55 ერთეულით გაიზარდა.
ხოლო ამავე პერიოდის მონაცემებით, 123 ერთეულით შემცირდა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევები.
როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, 2015 წლის მაისში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის – 1682 გამოძახება დაფიქსირდა, ხოლო ივნისში – 1559 .
ამავე პერიოდში, თბილისის სასწრაფო – სამედიცინო ცენტრში მაისში 418 – კვებითი ინტოქსიკაციის გამოძახება დაფიქსირდა, ხოლო ივნისში – 473.
როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაზარალებულებიდან ნაწილს ადგილზე აღმოაჩინეს სამედიცინო დახმარება, ნაწილი კი თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტოქსიკოლოგი სოსო კუტუბიძე თბილისში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სტატისტიკის მაჩვენებელს საგანგაშოდ მიიჩნევს. როგორც „კვირას“ სოსო კუტუბიძემ განუცხადა, სტასტიკა იმაზე მეტყველებს, რომ დროულად უნდა გადამოწმდეს, თუ როგორი ხარისხის ალკოჰოლური სასმელი იყიდება თბილისის სუპერმარკეტებისა და ბარ-რესტორნებებში.11720513_976879802334513_266299090_n
„რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. კერძოდ, სამწუხაროდ, მომატებულია ალკოჰოლური მოხმარება, ეს ძირითადად გულისხმობს ყოფილ წამალდამოკიდებულ პირებს, რომლებიც აფთიაქებში მედიკამენტებს ურეცეპტოდ ვეღარ ყიდულობენ და ალკოჰოლის მოხმარებაზე გადავიდნენ.
კიდევ ერთი ფაქტორი: ზაფხული მოვიდა და ლუდის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა. გარდა ამისა, არსებობს ალკოჰოლის მომხმარებელთა ორი კატეგორია: არიან ადამიანები, რომლებიც მაღალხარისხიან ალკოჰოლს ღებულობენ და არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც დაბალხარისხიან ალკოჰოლს ეტანება. რაც უფრო დაბალია ალკოჰოლის ფარისხი და ფასი, მით მეტია ფალსიფიცირების ალბათობა და ინტოქსიკაციის რისკიც. ალბათ დადგა ალკოჰოლის შემოწმების დრო, განსაკუთრებით სუპერმარკეტები და ბარ-რესტორნები უნდა შემოწმდეს, თუ რა ხარისხის ალკოჰოლს სთავაზობენ მომხმარებლებს. სამწუხაროდ, დღეს დანალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელები იყიდება და კაცმა არ იცის, რა სითხეა მოთავსებული ბოთლში“, – აცხადებს სოსო კუტუბიძე „კვირასთან“ საუბარში. ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ სურსათის უვნებლობის სააგენტოს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა.
აღმოჩნდა, რომ სააგენტოს თანამშრომლების მიერ 2015 წლის 28 თებერვლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ობიექტიდან ღვინის 245 ნიმუშია აღებული, მათ შორის 126 – რესტორნებიდან და კაფე-ბარებიდან, დანარჩენი – სარეალიზაციო ობიექტებიდან. აქედან თბილისში – 59.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აღებული 245 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა ღვინის 45 ნიმუშში. მათ შორის, 15 შემთხვევაში ფალსიფიკაცია გამოვლინდა, რაც რეაგირებისათვის გადაეცა ფინანსთა საგამოძიებო სამსახურს.ses
უწყების ინფორმაციით, დარღვევის დანარჩენი 30 ფაქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას და ღვინის გამოთხოვას რეალიზაციიდან. შესაბამისად, ნაწილი დააჯარიმეს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სარეალიზაციოდ გამზადებული ალკოჰოლი, სხვადასხვა ობიექტიდამ ამოიღეს.
კერძოდ, ამ 30 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შენახვის პირობების დარღვევას და აქროლადი მჟავების მატებას (ე.წ. დაძმარება).
თბილისში აღებულ 59 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა.
ფაქტია, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ თბილისში გამოვლენილ 59 ნიმუშში ალკოჰოლური ფალსიფიკაციის დარღვევა არ გამოვლენილა, მკვეთრად განსხვავდება სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მოწოდებული იმ სტატისტიკურ მონაცემების მაჩვენებლისგან, სადაც მხოლოდ თბილისში, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 3250 -მდე შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო გარე ვაჭრობას, სადაც დაბალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელი იყიდება, ვერ აკონტროლებს, მას კანონით ამის უფლება არა აქვს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები