განმანათლებელ ლუკა ყირიმელის ხატი ატირდა

  სასწაული მოხდა საბერძნეთის ქალაქ კატერინში, წმინდა ეფრემ სირინა კონდარიოტელის ტაძარში. ცენტრალური გზიდან 10 წუთის სავალზე წმინდა ირინე ხრისოვალანდის სამლოცველოში ხატი იმყოფება, რომელზეც რუსი წმინდანი, სიმფეროპოლისა და ყირიმის არქიეპისკოპოსი ლუკაა გამოსახული.
5 მარტს სამლოცველოში რუმინელ მოგზაურთა ჯგუფი შევიდა. მოულოდნელად რამდენიმე მათგანმა ერთდროულად დაინახა, რომ ხატმა ტირილი დაიწყო და თითქოს სინანულის ნიშნად ტუჩები მოკუმა. ტაძარში მყოფმა ახალგაზრდებმა ხატს სურათები გადაუღეს. მას შემდეგ წმინდანის გამოსახულება შეიცვალა. ორ ფოტოზე ჩანს, როგორ გამოიყურება იგი ახლა,- თვალები მას წითელი აქვს.
არქიეპისკოპოსი ლუკა (საერო ცხოვრებაში ვალენტინ ფელიქსის-ძე ბოინო იასენეცკი) 1877 წლის 27 აპრილს ქერჩში დაიბადა.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა ,,ტანჯული ხალხისთვის“ სასარგებლო რამ გაეკეთებინა და მედიცინა აირჩია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მომავალი წმინდანი სამედიცინო პრაქტიკას და კვლევებს მისდევდა. 1920 წელს იგი ტაშკენტში ქირურგად მუშაობდა, ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო ცხოვრებაში, ესწრებოდა საეკლესიო საძმოს შეკრებებს. ტაშკენტის ეპისკოპოსის სიტყვები – ,,ექიმო, თქვენ მღვდელი უნდა გახდეთ“, მან ღვთის მოწოდებად მიიღო. სანე იერეაში სამწლიანი მსახურების შემდეგ, 1923 წლის 30 მაისს მამა ვალენტინი ევანგელისტი და ექიმი ლუკას სახელით ბერად აღიკვეცა.
ამ დროიდან იწყება მისი მოწამებრივი ცხოვრება. მრავალრიცხოვანმა დაპატიმრებამ, წამებამ და გადასახლებებმა არ შეასუსტა მისი რწმენა და როგორც ექიმის ხალხისთვის სამსახურის მოვალეობის გრძნობა. 1946 -1961 წლებში მეუფე ლუკა ყირიმის ეპარქიის არქიეპისკოპოსი იყო. იგი 1961 წლის 11 ივნისს ყველა წმინდანის ხსენების დღეს გარდაიცვალა, მაგრამ წმინდანს თავისი საქმიანობა არ შეუწყვეტია. მისი ლოცვებით ადამიანები სასწაულებრივად იკურნებიან.
1996 წელს არქიეპისკოპოს ლუკას წმინდა ნაწილები სიმფეროპოლის წმინდა ტროიცის კათედრალურ ტაძარში გადაასვენეს.

10009612_485273964928536_1875658357_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები