ყირიმში მდგომარეობა იძაბება

  ყირიმში მდგომარეობა დაძაბულია. სიმფეროპოლის აეროპორტსა და რკინიგზის სადგურს ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ. საჰაერო სივრცე გახსნილია მხოლოდ მოსკოვისთვის, რეისებს ქალაქში მხოლოდ რუსეთიდან იღებენ. ყირიმის „ბერკუტი“ ჟურნალისტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. ნაცემია რამდენიმე ჟურნალისტი. რუსი სამხედროები პერმანენტულად ცდილობენ უკრაინულ ბაზებზე შეჭრას.
ამჯერად იერიში მათ ქალაქ ინკერმანში არსებულ ბაზაზე მიიტანეს, თუმცა შენობაში შეღწევა ამ დრომდე ვერ მოახერხეს. ოფიციალური კიევი ავრცელებს ცნობას რუსი ჯაშუშის დაკავების შესახებ. 37 წლის მამაკაცს კავშირი ჰქონდა რადიკალურ ჯგუფებთან, ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ის დაკავშირებულია დაღესტანსა და ცხინვალში თავდასხმებსა და აფეთქების ორგანიზებასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები