ჟირინოვსკი ანბანიდან ასო „ Ы“- ს ამოღების ინიციატივით გამოდის

  ლიბერალურ – დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსული ანბანიდან ასო „ Ы “-ს (მაგარი „ი“) ამოღების ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ჟირინოვსკის განცხადებით, აღნიშნული ასო მონღოლებმა დაამკვიდრეს რუსულ მართლწერასა და მეტყველებაში. „უნდა წაიშალოს ეს საშინელი აზიური ასო, ის არც ჩვენთან უყვარს არავის და არც ევროპაში. ეს ჩვენთან მონღოლეთიდან შემოვიდა, ამის გამო ჩვენ არ ვუყვარვართ ევროპაში. არცერთ ევრპულ ენაში არ არსებობს ასო ბგერა „ Ы “. ამას მხეცები ამბობენ, უბრალოდ „ი“-ც საკმარისია. თანაც ამ ბგერის წარმოთქმა უჭირთ ბავშვებსაც“,- განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები