ორი წლის ბავშვმა ბაღში ქაღალდში გახვეული ჰეროინი მიიტანა

  ქალაქ პატერსონის შტატ ნიუ-ჯერსიში ორი წლის ბავშვმა საბავშო ბაღში 48 ქაღალდის პაკეტში გახვეული ჰეროინი მიიტანა. ამის შესახებ 11 მარტს სააგენტო “როიტერი” იუწყება. ნარკოტიკი ბაღის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბავშვის ქუთუკის ჯიბეში აღმოაჩინა, რის შემდეგაც მან პოლიცია გამოიძახა. საბავშვო ბაღში აცხადებენ, რომ ბავშვმა არ იცოდა, რომ მას ქურთუკის ჯიბეში ნარკოტიკი ედო და სხვა ბავშვებსაც არ გაუსინჯავთ ნარკოტიკი. ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ბავშვის მამა, 27 წლის ფილიპ იანგა. ზუსტად ამ დღეს, როდესაც ბავშვს ნარკოტიკი აღმოუჩინეს, ბავშვი ბაღში მამამისმა მიიყვანა. ფილიპ იანგის ბრალი წაეყენა ბავშვის კეთილდღეობისთვის საფრთხის შექმნის ბრალდებით, – წერს “NorthJersey.com.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები