ვლადიმერ პუტინმა ბარაკ ობამას აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს ლიდერს ბარაკ ობამას შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
„რუსეთის პრეზიდენტმა მისალოც წერილში აღნიშნა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის გარკვეული უთანხმოების მიუხედავად, მსოფლიოში სტაბილურობის და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება“, – ნათქვამია ინფორმაციაში. . პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ „ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით დიალოგის აწყობის შემთხვევაში რუსეთს და ამერიკის შეერთბეულ შტატებს შეუძლიათ ყველაზე რთული საერთაშორისო პრობლემების მოგვარება და გლობალურ საფრთხეებთან გამკლავება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები