„თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი ლიკვიდირებულია

ავღანეთში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი ჰაჯი ვაზირია ლიკვიდირებული. ინფორმაცია ამის შესახებ ავღანეთის პოლიციის უფროსმა აბდულ მაჯიდ როზიმ გაავრცელა. პოლიციის ინფორმაციით, თალიბების ლიდერი მაშინ გაანადგურეს, როდესაც ის ერთ-ერთ სახლში მომავალი მოქმედების გეგმების შემუშავება ხდებოდა. დაზვერვის ინფორმაციით. ჰაჯი ვაზირი ჰერათის პროვინციაში დაახლოებით 500 „ბოევიკს“ ხელმძღვანელობდა.
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია აფრანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბებს შორის შეიარაღებული შეტაკებების შესახებ. პროვინცია ვარდაკში შეტაკებების შედეგად 30 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა, „ბოიევიკებმა“ პროვინციის დასახლებულ პუნქტებზე იერიში მიიტანეს. მათ რამდენიმე შენობა, ასევე გზაზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დაიკავეს. ბრძოლა ამჟამადაც გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები