ქართული ცეკვის პატრიარქის – ალექსი ალექსიძისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავის ალესანდრე ალექსიძე-სონღულაშვილის ბიოგრაფიული დეტალებისა და შემოქმედებითი ღვაწლის ამსახველი გამოფენა-პრეზენტაცია 15 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.11698624_393018324226892_9044322710476398734_n
გამოფენა აიპ „სოციალური დაცვის ლიგის“ მიერ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭრით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება.
ღონისძიება ალექსი ალექსიძე-სონღულაშვილის დაბადებიდან 140 და გარდაცვალებიდან 80 წლისთავს მიეძღვნება.
ალექსანდრე გიორგი ძე ალექსიძე 1874 წელს დაიბადა. იგი პროფესიონალი მოცეკვავე იყო. 1902 წელს თბილისში ქართული ცეკვის პირველი სტუდია დააარსა, რომელსაც სათავეში 1934 წლამდე ედგა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მის მოსწავლეებს შორის იყო ცნობილი მოცეკვავე ილიკო სუხიშვილი.
გამოფენის მისამართია: თბილისი. ელიას მთა. წმ.სამების საკათედრო ტაძარი. I სართული. დასწრება თავიასუფალია. შესასვლელი არის ადაპტირებული.

10417721_393018317560226_4646910545910421223_n

11062815_393018320893559_117365364227898166_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები