საბერძნეთში რეფერენდუმის წინ ე.წ. სიჩუმის დღეა

საბერძნეთში 5 ივლისს ქვეყნის და საერთაშორისო კრედიტორების ურთიერთობის მომავალზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. დღეს კი ქვეყანაში ე.წ. სიჩუმის დღეა. ნებისმიერი აგიტაცია, მიტინგი და სოციოლოგიური კვლევა რეფერენდუმზე გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით – აკრძალულია. წინა დღეს ათენში და საბერძნეთის სხვა ქალაქებში სავალუტო ფონდის და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული წინადადებების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციები გაიმართა. ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ საბერძნეთის მოსახლეობის ხმები ამ საკითხზე დაახლოებით თანაბრად არის გაყოფილი. ამასთანავე, სოციოლოგების აზრით, ბერძნების უმეტესობა მაინც ფინანსურ დახმარებაზე უარს უჭერს მხარს.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს საბერძნეთს საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის 1,6 მილიარდი დოლარი უნდა გადაეხადა. მას შემდეგ რაც ათენმა ეს არ გააკეთა, ფაქტობრივად, მან საკრედიტო დეფოლტი გამოაცხადა. ასევე ევროპულმა სახელმწიფოებმა საბერძნეთის ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ კრედიტორების პირობებზე მომავალში უარის შემთხვევაშიც ეს შეიძლება ნიშნავდეს ევროზონიდან საბერძნეთის გასვლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები