ნოვგოროდში მშენებარე სახლის ჩამონგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

 

რუსეთის ქალაქ ნოვგოროდში შენებარე სახლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. სააგენტო „რეგნუმის“ ინფორმაციით, ინციდენტი მშენებარე სპორტული დარბაზის სახურავის დემონტაჟის დროს მოხდა. შენობის ჩამონგრევის დროს სახურავზე ხუთი მუშა იმყოფებოდა. ამჟამად ნანგრევებიდან მხოლოდ ერთი ცხედრის ამოყვანა მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „სამშენებლო ან სხვა ტიპის სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის“ მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები