სასწაული: „აირზენას“ თვითმფრინავში, ილუმინატორზე წმინდანი გამოისახა

  ორშაბათს “აირზენას“ მიერ შესრულებული თბილისი-ამსტერდამის ავიარეისის მგზავრები ხილული სასწაულის მომსწრენი გახდნენ.
როგორც კვირას “აირზენას“ გენერალურმა დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა, თბილისი-ამსტერდამის რეისზე, მე-20 რიგში მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა ილუმინატორზე გამოსახულება დაინახეს, რომელიც, სავარაუდოდ, წმინდა ნიკოლოზი იყო. “ეს გამოსახულება ილუმინატორის მიღმა 12 000 მეტრის სიმაღლეზე, დაახლოებით 3 საათის მანძილზე იყო. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დაჯდა, გამოსახულება კიდევ ნახევარი საათით შეიმჩნეობდა, შემდეგ კი გაქრა“,-განუცხადა “კვირას“ თამაზ გაიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები